კომპანია "HetLine International" ახალბედა და დინამიურად განვითარებადი კომპანიაა, რომელმაც უკვე ფართოდ დაიმკვიდრა თავი საქართველოს ავეჯის ბაზარზე. ჩვენ გავხსენით ქსელები ბათუმში, ქუთაისში, გორში, რუსთავში, ახალციხეში, თელავში...... და ეს მხოლოდ დასაწყისია.
ჩვენი მოქნილი ფასების პოლიტიკა და სისტემატურად მოქმედი სასაწყობო პროგრამა შესაძლებლობას იძლევა ვითანამშრომლოთ,
როგორც მსხვილ კომპანიებთან, ასევე კლიენტებთან, რომლებიც ამზადებენ ავეჯს ინდივიდუალური პროექტებით.
კომპანია "HetLine International", გარდა იმისა, რომ გთავაზობთ ავეჯის აქსესუარებს, ამავდროულად საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას თქვენი ორგანიზაციების მომარაგებასა და წარმოქნილი პრობლემების დაძლევაზე.
ჩვენი კომპანიის პერსონალი დაგეხმარებათ ავეჯის ისეთი ფურნიტურის შერჩევაში, რომელიც პასუხობს თქვენს მოთხოვნებს, სურვილებსა და შესაძლებლობებს. ინდივიდუალური მიდგომით თითოეულ კლიენტთან, ჩვენს კომპანიას შესაძლებლობა აქვს თავდაჯერებულად და ღირსეულად დაიმკვიდროს თავი საქართველოს ბაზარზე.
"HetLine International" წარმოადგენს კომპანია "Hettich International" -ის ხაზს საქართველოში. "Hettich International" დაარსდა 1930... წელს გერმანიაში ავეჯის აქსესუარების წარმოებისა და მეწარმეთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ეს კომპანია ცნობილია მსოფლიო ბაზარზე, როგორც მაღალხარისხიანი პროდუქციის მწარმოებელი. "Hettich International" უდავო ლიდერია ამ სექტორში სხვა კომპანიების მიერ ნაწარმოებ ანალოგებს შორის თავისი ხარისხით, ფასით, ფართო ასორტიმენტითა და მდგრადობით ექსპლუატაციაში.
აგრეთვე ჩვენ ვართ იმპორტიორები სავაჭრო მარკის ისეთი ცნობილი მსოფლიო ბრენდებისა, როგორებიცაა: ALBATUR,FGV, GIEFFE, TOMURCUK PORSELEN, TECE, ISIK, HETTICH, CETIN, MEATON, TESAY, ERSAS ALUMINIUM, VIOLE.
შპს "HetLine International" ქ. თბილისი აგლაძის ქ. 7, მაღაზია 160, 161 თ. ერისთავის ქ. 1 ტელ: +995 322 43 00 05; მობ: +995 5 97 17 22 88 ელ.ფოსტა: info@HetLine.com
ჩვენ ვართ იმპორტიორები სავაჭრო მარკის ისეთი ცნობილი მსოფლიო ბრენდებისა, როგორებიცაა: ALBATUR,FGV, GIEFFE, TOMURCUK PORSELEN, TECE, ISIK, HETTICH, CETIN, MEATON, TESAY, ERSAS ALUMINIUM, VIOLE.